გონება და სხეული
მეცნიერება და ხელოვნება
ინდივიდი და ინტერპერსონალური
განვითარება და შემოქმედებითი ცხოვრების 

კვეთაზეა ფსიქოანალიზი

Topics

დეპრესია

ინტერესის ან სიამოვნების განცდის დაკარგვა; მადისა და ძილის რეჟიმის ცვლილება, ენერგიის დაბალი დონე, კონცენტრაციის გაძნელება, თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.

Burnout

ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ამოწურვის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ქრონიკული სტრესით და სამუშაოს გადაჭარბებული მოთხოვნით. გადაწვა შეიძლება მოხდეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამსახურში, ურთიერთობებში და ზრუნვაში.

შფოთვა

გადაჭარბებული და მუდმივი შფოთვა და შიში, რომელსაც ხშირად თან ახლავს ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა, გაღიზიანება, ძილის და კონცენტრაციის გაძნელება..

ფსიქოსომატიკა

ფიზიკური ჩივილები, რომლებსაც არ აქვს მკაფიო სამედიცინო ახსნა, დიფერენციალური დიაგნოზის მიხედვით გამოწვეულია ფსიქოლოგიური ფაქტორებით, როგორიცაა სტრესი, შფოთვა ან ემოციური გადატვირთვა და საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა:

ტავმული მოვლენის ეპიზოდური ინტრუზიული მოგონებები და ფიქრები; მცდელობები მათთვის თავის არიდების/დაღწევის; განწყობის და აღქმის, ასევე აღზნებადობის და რეაქტიულობის საგრძნობი ვცლილება, რომელიც თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

კვებითი აშლილობები

ქცევების, აზრებისა და ემოციების დარღვევა, რომლებიც დაკავშირებულია საკვებთან და სხეულის იმიჯთან. წონის, ფორმისა და საკვების მიმართ ინტენსიური შფოთვა, რაც იწვევს მნიშვნელოვან ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ დისტრესს.

სერვისები

ფსიქოთერაპია
დიაგნოზი
კონსულტაცია
კონსულტაცია მშობლებისთვის
რეფერალი

ფსიქოთერაპია

ფსიქოანალიზი და ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია არის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია სიღრმისეული ფსიქოლოგიის ტრადიციაზე.

დიაგნოზი

ისევე როგორც მედიცინაში, დიაგნოზი მენტალური ჯანმრთელობის ასპექტში სასარგებლო პირველი ნაბიჯია, რადგან ის აერთიანებს კლინიკურ ცოდნას და გამოცდილებას ინდივიდის გამოცდილებასთან.

კონსულტაცია

მოკლევადიანი, 5-10 სესია, პრობლემაზე ორიენტირებული, ფსიქოანალიტიკურად ინფორმირებული კონსულტაცია კონკრეტულ კითხვასთან ან პრობლემასთან დაკავშირებით.

კონსულტაცია მშობლებისთვის

ბავშვის განვითარების ფსიქოლოგიის ცოდნაზე დაყრდნობით, ბავშვისა და ოჯახის სოციალური გარემოებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ისტორიის გარკვევის საფუძველზე, ვუწევ ინფორმაციულ დახმარებას ოჯახებს სხვადასხვა კრიტიკულ განვითარების ეტაპების და გამოწვევების ნავიგაციისთვის.

რეფერალი

კლინიკურმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საზოგადოებაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში უცნობია თუ რომელი პრობლემა რომელ სპეციალისტის კომპეტენციაა. მაგალითად, გაუგებარია, რომელ სპეციალისტს მიმართოთ უძილობის გამო, განსხვავებით ძვლის მოტეხილობისგან. რეფერალური კონტექსტში გთავაზობთ ინფორმირებულ, ხშირად მრავალგანზომილებიან პერსპექტივას სხვადასხვა არსებული მკურნალობის სტრატეგიების შესახებ.

ემოცია ართულებს ფიზიოლოგიას

National Institute
of Mental Health

დეპრესიის მქონე ადამიანების დაახლოებით 80-90% დადებითად რეაგირებს მკურნალობაზე.

American Psychological
Association

ექიმთან ვიზიტების დაახლოებით 80% არის სტრესთან დაკავშირებული ჩივილებისთვის.

World Health
Organization

შფოთვითი აშლილობების პირველი რიგის მკურნალობა ფსიქოლოგიური ჩარევაა.

Personal Experience & Biography

ფსიქოანალიზისკენ ჩემი პირველი ნაბიჯი მეგობართან შეხვედრამ განაპირობა. შემდეგ,
დაახლოებით 10 წლის წინ, დავიწყე მისთვის პროფესიული მზადება ვენაში ზიგმუნდ
ფროიდის უნივერსიტეტში (SFU) და ფსიქოანალიტიკურ სემინარ ინსბრუკში (PSI).
ფორმაციის დროს ვაკვირდებოდი ადამიანის განვითარებას, ფსიქოლოგიურ
ჯანმრთელობას და პათოლოგიას.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ბალანსისა ტრადიციული განმარტებები
ითარგმნება ბალანსად attachment-ს და separation-ს; ადაპტაციას და ინოვაციას; შინაგან
და გარეგან სამყაროებს შორის…
ჯანმრთელობა უფრო მეტია, ვიდრე სიმპტომების არარსებობა და მოიაზრებს ფიზიკურ
სიძლიერეს, მუშაობისა და სიყვარულის, ბავშვობაში თამაშის და მოგვიანებით
შემოქმედებით უნარების განვითარებას…
ფსიქოანალიზის მემკვიდრეობა — კლინიკურ ფენომენსადმი ცნობისმოყვარეობა —
ჩემთვის მთავარი ღირებულებაა.
ამჟამად ვმუშაობ ვენაში, გაერთიანებულ ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიის
კაბინეტში, რომელიც ჩემს სამ ძვირფას კოლეგასთან ერთად 4 წლის წინ დავაარსე.
ამასთანავე ვმუშაობ დისტანციურად/ონლაინ და ვთანამშრომლობ
სხვადასხვა პარტნიორებთან.

განათლება:
ვებსტერის უნივერსიტეტი ვენა: ფსიქოლოგიის ბაკალავრი, ბაკალავრიატი
ზიგმუნდ ფროიდის უნივერსიტეტი ვენაში:
ბაკალავრი ფსიქოთერაპიის მეცნიერებებში — ბა.პ.წ

მაგისტრი ფსიქოთერაპიის მეცნიერებებში — მაგ.pth
ფსიქოანალიტიკური სემინარი ინსბრუკში:
ფსიქოთერაპიული საგნის სპეციალიზაცია ფსიქოთერაპიულ-სამეცნიერო მეთოდში
ფსიქოანალიზი/ ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია.

გაშლა

დამიკავშირდით

Wickenburggasse 3 Top 11, Floor Mezzanine, 1080 Vienna

დაჯავშნეთ შეხვედრა